სოფლის მცხოვრებლები ტბაში ამოტივტივებულმა კუბოებმა შეაშინა… – geonewest.com
ახალი ამბები

სოფლის მცხოვრებლები ტბაში ამოტივტივებულმა კუბოებმა შეაშინა…

სარანსკის მცხოვრებლებმა ერთ-ერთ ადგილობრივ ტბაში მცურავი კუბოები შენიშნეს. შესაბამისი კადრები გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში. ეკრანის მიღმა ახალგაზრდა მამაკაცი ამბობს, რომ მოვიდა სოციალური ქსელებიდან ინფორმაციის შესამოწმებლად და ლესნოეს ტბის სანაპიროზე კუბოების მსგავსი ყუთები აღმოაჩინა.


თუმცა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაამშვიდა ქალაქელები და განაცხადეს, რომ ეს ნივთები „სხვებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს“ და უკვე განადგურდა.
„პოლიციელებმა, რომლებმაც შეისწავლეს ეს ნივთები და წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორია, განაცხადეს, რომ ეს ყუთები ცარიელი აღმოჩნდა“, – განუცხადა სარანსკის კომუნალური და საზოგადოებრივი კეთილმოწყობის დირექტორატმა ჩვენს კოლეგებს გამოცემა „პოდიომიდან“.

Back to top button