ვინ არიან ვაკეში სისხლიანი გარჩევის დროს მძიმედ დაჭრილები და როგორ უკავშირდება მომხდარი ძმებ კაკულიებსა და 2 წლის წინანდელ თავდასხმას? – geonewest.com
ახალი ამბები

ვინ არიან ვაკეში სისხლიანი გარჩევის დროს მძიმედ დაჭრილები და როგორ უკავშირდება მომხდარი ძმებ კაკულიებსა და 2 წლის წინანდელ თავდასხმას?

17 აპ­რილს, ვა­კე­ში, ტა­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე სრო­ლის ხმა ის­მო­და. ორ­მხრი­ვი სრო­ლის შე­დე­გად და­იჭ­რა 3 ადა­მი­ა­ნი დაჭ­რეს. და­ნა­შა­უ­ლი ტა­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე მოხ­და. ვა­კე­ში, ტა­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე დაჭ­რი­ლი 3 პი­რი­დან, ორის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. ისი­ნი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

დაჭ­რი­ლე­ბი არი­ან სერ­გი ქურ­თი­აშ­ვი­ლი, გი­ორ­გი რუ­ხა­ძე და კახა გაბ­რი­ე­ლაშ­ვი­ლი. თვითმხილ­ვე­ლებ­ის ცნობით, რუ­ხა­ძეს ცე­ცხლი ქურ­თი­აშ­ვილ­მა გა­უხ­სნა, რის შემ­დე­გაც, სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი რუ­ხა­ძის დაც­ვამ გახ­სნა. შე­დე­გად სერ­გი ქურ­თი­აშ­ვილს ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა თა­ვის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

“17 რი­ცხვში სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის მეშ­ვე­ო­ბით მოყ­ვა­ნი­ლი იქნა სამი კაცი, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით. სა­მი­ვე მათ­განს ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია, ამ­ჟა­მად ჩვენს კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბას გა­ნაგ­რძობს 2 პა­ცი­ენ­ტი. ორი­ვე იმ­ყო­ფე­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. ორი­ვეს მდგო­მა­რე­ო­ბა არის მძი­მე. მე­სა­მე პა­ცი­ენ­ტი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მო­თხოვ­ნით, გა­და­იყ­ვა­ნეს სხვა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში”, – ამ­ბობს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან ექი­მი.

“ტვ პირ­ვე­ლის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი რუ­ხა­ძე ძმებ კა­კუ­ლი­ე­ბის დე­ი­დაშ­ვი­ლია, ხოლო ქურ­თი­აშ­ვი­ლი მათი საქ­მის ერთ-ერთი ფი­გუ­რან­ტი.

ტა­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვა ძმე­ბი კა­კუ­ლი­ე­ბის ახლო ნა­თე­სავს, გი­ორ­გი რუ­ხა­ძე­სა და სერ­გი ქურ­თი­აშ­ვილს შო­რის მოხ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქურ­თი­აშ­ვილ­მა ჩა­საფ­რე­ბა მო­უ­წყო რუ­ხა­ძეს და მას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნა ჭრი­ლო­ბე­ბი.

სრო­ლის დროს ქურ­თი­აშ­ვი­ლი­სა და რუ­ხა­ძის გარ­და, და­იჭ­რა რუ­ხა­ძის დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლიც.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ძმებ გუგა და და­ვით კა­კუ­ლი­ებს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ერთი წლის წინ 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

ძმებ კა­კუ­ლი­ებს 2022 წელს,არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე სერ­გი ქურ­თი­აშ­ვი­ლის ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის ჯგუ­ფუ­რად, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნას, შე­ნახ­ვას, ტა­რე­ბას, ასე­ვე, სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თას ედა­ვე­ბოდ­ნენ. მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მათ არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე სერ­გი ქურ­თი­აშ­ვი­ლის ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბა სხე­უ­ლის გან­ზრახ მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბით გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დათ.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აცხა­დებ­და, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ასე­ვე ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა ძმებ კა­კუ­ლი­ე­ბის მიერ სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ფაქ­ტებ­თან, მათ შო­რის, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

წყარო: ambebi. ge

Back to top button